ციფრები, რომლებიც გადაწყვეტილებას გეხმარება
ბრუნვა, მოგება და მარჟა ერთ გვერდზე, არჩეული პერიოდისთვის. გვერდი მარჯვნივ ისეთივეა, როგორსაც თქვენ დაინახავთ.
- შედარება წინა პერიოდთან და დღიური დინამიკა
- რომელი საათი და რომელი დღეა ყველაზე დატვირთული
- ფილიალები, ზომები, კატეგორიები და ტოპ პროდუქტები
- მოგებაში ჩათვლილია გადახდის სისტემის საკომისიო
პროდუქტები ზომებით, ფასებით და ნაშთით
ერთ პროდუქტს ათეული ზომა აქვს, Smart Retail კი თითოეულს ცალკე ითვლის ფილიალების მიხედვით.
- ზომები XXS-დან 10XL-მდე, რიცხვითი, ბავშვის და ფეხსაცმლის ზომები
- შტრიხკოდი, სურათი, კატეგორია და ფავორიტები
- მცირე ნაშთი წითლად ჩანს
- Excel-ში ატვირთვა და გადმოწერა
ყველა ჩეკი ერთ სიაში
ფილიალის, სალაროს, გადახდის მეთოდისა და თარიღის მიხედვით. ჩეკზევე ჩანს, შენახულია თუ არა.
- ჩეკის გახსნა, დაბეჭდვა და დაბრუნება
- გადახდის მეთოდების პროცენტული წილი
- შეუნახავი ჩეკის ხელახლა გაგზავნის ღილაკი
- გაყოფილი გადახდა ნაღდით და ბარათით
შესყიდვა დოკუმენტით
მიიღეთ საქონელი მომწოდებლის ინვოისით და მარაგი თავისით განახლდება.
- მომწოდებელი და ინვოისის ნომერი
- მიღება ზომებისა და რაოდენობის მიხედვით
- საშუალო თვითღირებულება ახალ შესყიდვაზე თავისით ახლდება
- შესყიდვების ისტორია ფილიალების მიხედვით
გადაზიდვა ფილიალებს შორის
ნაშთი ფილიალიდან ფილიალში გადადის დოკუმენტით: გაგზავნა, გზაში, მიღება. არაფერი იკარგება და ყველაფერი ჩანს.
- დრაფტი, გაგზავნა და მიღების დადასტურება
- ნაშთი გაგზავნისას ჩამოიწერება, მიღებისას ემატება
- მიღებისას დანაკლისი ცალკე ფიქსირდება
- ბეჭდვა და სრული ისტორია ფილიალების მიხედვით
მომწოდებლები
ნახეთ, ვისგან რამდენი შეიძინეთ და რა მოგება მოიტანა თითოეულმა.
- შესყიდვები მომწოდებლების მიხედვით დიაგრამაზე
- შემოსავალი და მოგება თითო მომწოდებელზე
- პერიოდები: თვე, 3 თვე, 6 თვე, წელი
- მომწოდებლის ბარათი კონტაქტებით
კლიენტები, რომლებიც ბრუნდებიან
ლოიალობის წესებს თქვენ ადგენთ, სისტემა კი სალაროში თავისით ითვალისწინებს. ცხოველების მაღაზიისთვის ჯიში და წონაც ინახება.
- დონეები: სტანდარტი, ვერცხლი, ოქრო, პლატინა
- ფასდაკლება და ქულები შენაძენის მიხედვით
- ჯიში და წონა, ვადებისა და რჩევებისთვის
- მომხმარებლების Excel-ში გადმოწერა
ინვენტარიზაცია სკანერით, გაყიდვების შეწყვეტის გარეშე
დაიწყეთ სესია, დაასკანერეთ ნივთები და დაასრულეთ. სესიის დროს მონაცემი ინახება და არ იკარგება.
- ავტომატური ჩაწერა სკანირებისას, Enter არ სჭირდება
- ნაშთის შედარება: დანაკლისი და ჭარბი
- მხოლოდ დასრულებული ინვენტარიზაცია ინახება ისტორიაში
- შესყიდვა დოკუმენტით: მომწოდებელი და ინვოისის ნომერი
თითოეულს მხოლოდ თავისი საქმე
მოლარეს სალარო უჩანს, საწყობის მენეჯერს მარაგი, თქვენ კი ყველაფერი. საკომისიოებიც აქვე იმართება.
- მოლარეებისა და მენეჯერების დამატება და გამორთვა
- უფლებები ცალ-ცალკე: ფასდაკლება, დაბრუნება, ჩეკის შეჩერება
- თანამშრომელი მიბმულია ფილიალზე
- გადახდის მეთოდის საკომისიო ითვლება მოგებაში